რუსთავის “ოლიმპმა” ყაზახურ “ასტანასთან” ფრედ ითამაშა
რუსთავის “ოლიმპმა” ევროპულ ასპარეზზე თავის სადებიუტო შეხვედრაში გუშინ ყაზახურ “ასტანასთან” ფრედ, ანგარიშით 0-0 ითამაშა. უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა რუსთავში გაიმართა.
განმეორებითი შეხვედრა ასტანაში 24 ივლისს შედგება. ორი მატჩის შედეგად გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიის ჩემპიონ “რუსენბორგს” შეხვდება.
რუსთავის “ოლიმპი” წელს საქართველოს ჩემპიონი პირველად გახდა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში გამოსვლის უფლება მოიპოვა.
|