22 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგში მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.
გაირკვა მატჩის სტადიონი და თამაშის დაწყების დრო: შეხვედრას ლუქსემბურგის “სტად ჟოზი ბარტელი” უმასპინძლებს, მატჩი კი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. საქართველოს დელეგაცია სასტუმრო “ნოვოტელში” დაბინავდება.
ეს ჩვენი გუნდისთვის წლეულს მეორე ამხანაგური მატჩია: 7 თებერვალს კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე თურქეთის ნაკრებს 1:0 სძლია.ლუქსემბურგის ნაკრები საქართველოს ნაკრებს მეორედ უმასპინძლებს: 2001 წლის 15 აგვისტოს, მონერიხის ცენტრალურ სტადიონზე, ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა გუნდმა გიორგი დემეტრაძის დუბლის და რატი ალექსიძის ერთი ზუსტი დარტყმის წყალობით დიდი ანგარიშით 3:0 გაიმარჯვა.