ნოდარ ახალკაცი მხოლოდ ქართული ფეხბურთისთვის მუშაობას არ სჯერდება და პარალელურად ფიფასა თუ უეფას სხვადასხვა კომიტეტში მსოფლიოში სპორტის ამ სახეობის წინსვლისთვის იღწვის.
რამდენიმე თვის წინათ ახალკაცი უეფაში ეროვნული ნაკრების შეჯიბრებების კომიტეტის მესამე ვიცე-თავჯდომარედ აირჩიეს, რამდენიმე დღის წინათ კი, ის 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტშიც შეიყვანეს. ამ კომიტეტში ევროპას რვა წარმომადგენელი ჰყავს და მათ შორის ერთი ქართველი.
აქვე უნდა აღინიშნოს საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებული ერთი სიახლეც, იტალიიდან მოსული ფაქსის თანახმად, 13 ოქტომბერს, იტალია-საქართველოს მატჩი, სავარაუდოდ, გენუაში გაიმართება. მატჩის ჩატარების ადგილი ერთ კვირაში დაზუსტდება, მაგრამ რაკი იტალიელებს მისი ჩატარება გენუაში აქვთ ჩაფიქრებული, ნაკლებადსავარაუდოა, ამას ხელი რაიმემ შეუშალოს.